კონფიდენციალურობის პოლიტიკა

‘სმარტ ფოტოს’ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება 23.04.2015

მნიშვნელოვანია, რომ გაეცნოთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რადგან ის ეხება ‘სმარტ ფოტოს’ ყველა სერვისს.

შენიშვნებისა და კომენტარების გასაზიარებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@smartphotos.ge

შინაარსი:

  1. განმარტებები
  2. მიმოხილვა
  3. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ
  4. ინფორმაციის გამოყენება და გაზიარება
  5. ინფორმაციის უსაფრთხოება
  6. ფოტოების საავტორო უფლებები
  7. სოციალურ ქსელში გაზიარების თავისებურებები
  8. სხვა

1. განმარტებები

ვებგვერდი smartphotos.ge (smartprojects.ge, smartprojects.com.ge, smartstore.ge) (შემდგომში “ვებგვერდი”) ეკუთვნის შპს ‘სმარტ პროჯეკტს’ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405100992, შემდგომში “ჩვენ”, “ჩვენი”);

“თქვენ” ხართ “ჩვენი” მომხმარებელი;

“შეთანხმება” არის წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში “კონფიდენციალურობის პოლიტიკა”), რომელსაც თქვენ ახლა ეცნობით.

2. მიმოხილვა

იმისათვის, რომ ვმართოთ ჩვენი სერვისები და შევამციროთ თაღლითობის რისკი, სმარტ ფოტომ, როგორც მონაცემთა მაკონტროლებელმა, თქვენგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია თქვენს შესახებ. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე თანხმობისას, თქვენ გამოხატავთ თანხმობას, რომ ჩვენ დავამუშავებთ თქვენს მონაცემებს იმ გზით, რომელიც აქ არის მოცემული. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მას. ‘სმარტ ფოტოს’ სერიოზულად ეკიდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას და ჩვენ გამოვიყენებთ მას მხოლოდ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობების შესაბამისად;

ჩვენ არ გავყიდით ან დროებით არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარეებს მათი მარკეტინგული მიზნებისთვის, თქვენი მკაფიოდ ჩამოყალიბებული თანხმობის გარეშე;

‘სმარტ ფოტოს’ და ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი, ბრენდი და სახელი, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე, არის შესაბამისი მფლობელის (რომელიც შესაძლოა ვიყოთ ჩვენც) საკუთრებაში. ვებგვერდზე განთავსებული არცერთი ნიშანი არ გაძლევთ თანხმობას, გამოიყენოთ ნებისმიერი პატენტი, საავტორო პროდუქცია, სავაჭრო ნიშანი თუ კომერციული საიდუმლოება;

ვებგვერდზე განთავსებული ვიზუალური მასალის საავტორო უფლებები გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და არავის აქვს უფლება, დააკოპიროს, გაავრცელოს, დაბეჭდოს, დაამუშავოს ან გამოიყენოს სხვა ნებისმიერი მიზნით;

თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს, გთხოვთ, არ დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე ან არ ისარგებლოთ ‘სმარტ ფოტოს’ სერვისებით.

ცვლილებათა გამოცხადება

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა გადაიხედება ხოლმე დროთა განმავლობაში, მაგალითად, ‘სმარტ ფოტოს’ ახალი სერვისების დამატებისას ან ჩვენს მომხმარებელთა რჩევების გათავალისწინების შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნებისმიერ დროს და ვებგვერდზე განახლებული ვერსია გამოვაქვეყნოთ. მნიშვნელოვანი ცვლილებები ტექსტის დასაწყისში იქნება ნაჩვენები. განახლებული ვერსიის პირობები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. თუ არ დაეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დახუროთ თქვენი ანგარიში.

3. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ

როდესაც თქვენ სტუმრობთ ვებგვერდს ან სარგებლობთ ‘სმარტ ფოტოს’ სერვისებით, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც თქვენი კომპიუტერიდან, მობილური ტელეფონიდან თუ სხვა მოწყობილობიდან იგზავნება. ეს ინფორმაცია შეიცავს იმ გვერდების მონაცემებს, რომლებზეც თქვენ შედიხართ, თქვენი კომპიუტერის IP მისამართს, მოწყობილობის მახასიათებლებს, იმ საოპერაციო სისტემის ტიპს, რომელსაც ხმარობთ, თქვენს ლოკაციას, მობილური ინტერნეტის შესახებ ინფორმაციას, ვებგვერდების მონახულების სტანდარტულ ისტორიას და სხვას. ვებგვერდების მონახულების ისტორია შეიცავს იმ ბრაუზერის ტიპსაც, რომლითაც სარგებლობთ და ტრაფიკს ჩვენს საიტამდე და ჩვენი საიტიდან. როდესაც თქვენ სტუმრობთ ვებგვერდს ან სარგებლობთ ‘სმარტ ფოტოს’ სერვისებით, ჩვენ, ასევე, ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი ტრანზაქციებისა და სხვა აქტივობების შესახებ;

დამატებით, თუ თქვენ ხსნით ‘სმარტ ფოტოს’ ანგარიშს ან სარგებლობთ ჩვენი სერვისებით, ჩვენ შესაძლოა, შევაგროვოთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა და სხვა მსგავსი მონაცემები;

დეტალური პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა დაბადების თარიღი და პირადი ნომერი.

იმისათვის, რომ დაგიცვათ თაღლითობისა და თქვენი პერსონალური ინფორმაციის არასწორი გამოყენებისგან, ჩვენ შესაძლოა, შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი ნებისმიერი ინტერაქციის შესახებ ვებგვერდთან ან ‘სმარტ ფოტოს’ სერვისებთან. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა, შევაფასოთ თქვენი კომპიუტერი, მობილური ტელეფონი თუ სხვა მოწყობილობა იმ მხრივ, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი რისკი, რომელიც ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფას დაემუქრება;

ჩვენ შესაძლოა, ასევე, შევაგროვოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენგან ან თქვენს შესახებ სხვა გზებით, როგორიცაა ჩვენს მომხმარებელთა მხარდამჭერ გუნდთან ინტერაქციისა თუ სამომხმარებლო კითხვარის შევსების შედეგები და სხვა.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ სხვა წყაროებიდან

ჩვენ, ასევე, შეგვიძლია მოვიპოვოთ ინფორმაცია სხვა წყაროებიდან და შევაჯამოთ იმ ინფორმაციასთან, რომელსაც თქვენგან ჩვენი სერვისების გავლით ვიღებთ. მაგალითად, თუ თქვენ ქმნით ან შედიხართ თქვენს ანგარიშში სოციალური მედიის საიტიდან, ჩვენ გვაქვს წვდომა, რომ დავაზუსტოთ ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, ანგარიშის მონაცემები და მეგობრების სია, ცხადია, იმ ავტორიზაციის პროცედურების გავლით, რომელიც დაწესებული აქვს შესაბამის სოციალურ ქსელს.

ინფორმაცია ვებგვერდის ტრაფიკის შესახებ

ინტერნეტ კომუნიკაციის სტანდარტებიდან გამომდინარე, როდესაც თქვენ შემოდიხართ ან ტოვებთ ‘სმარტ ფოტოს’ ვებგვერდს, ჩვენ ავტომატურად ვიღებთ იმ საიტის ვებმისამართს, რომლიდანაც შემოხვედით ან რომელზეც ჩვენს შემდეგ გადახვალთ. ჩვენ, ასევე, ვაგროვებთ ინფორმაციას, თუ რომელ კონკრეტულ გვერდებს სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდზე, IP მისამართებს, ბრაუზერის ტიპებს და ვიზიტის ზუსტ დროებს. ჩვენ გვჭირდება ეს ინფორმაცია, რომ უკეთ გავიცნოთ ჩვენს მომხმარებელთა მიდრეკილებები და ვმართოთ ჩვენი სერვერები, სერვისებისა თუ თქვენი ‘სმარტ ფოტოსთან’ კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად;

ჩვენ ვსარგებლობთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით, რომ შევაგროვოთ ინფორმაცია და ეს შესაძლოა, შეიცავდეს cookies გაგზავნას თქვენს კომპიუტერში, მობილურსა თუ სხვა მოწყობილობაში. cookies თქვენს ჰარდ დისკზე თუ მოწყობილობის მეხსიერებაში შენახული მონაცემთა მცირე ფაილებია, რომლებიც გვეხმარება, გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და თქვენი გამოცდილება, ვნახოთ რომელი არეალი და სერვისი არის პოპულარული და დავითვალოთ თქვენი ვიზიტები. ჩვენ ვიყენებთ cookies იმისათვის, რომ თქვენი სურვილის შესაბამისად შეგინარჩუნოთ სერვისებზე წვდომა, დავითვალოთ უნიკალური კომპიუტერების რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისებით და დავიმახსოვროთ თქვენი პრეფერენციები;

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები მესამე პირების ლინკების შინაარსზე, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდზე.

4. ინფორმაციის გამოყენება და გაზიარება

ჩვენ ვაგროვებთ, ვინახავთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სერვერებზე, რომლებიც საქართველოშია განთავსებული. პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისას, ჩვენი მთავარი მიზანი არის თქვენი უზრუნველყოფა უსაფრთხო, ეფექტური და თქვენზე მორგებული გამოცდილებით. თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგისთვის:

  • ‘სმარტ ფოტოს’ სერვისებით უზრუნველყოფა და მომხმარებელთა მხარდაჭერა;

  • ტრანზაქციების დამუშავება და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

  • იმ პროდუქტებით უზრუნველყოფა, რომლებსაც თქვენ უკვეთავთ, გამოწერების დამუშავება და შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა, დამადასტურებელი წერილებისა და ინვოისების ჩათვლით;

  • ტექნიკური ხასიათის, განახლებებისა და უსაფრთხოების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა;

  • დავების გადაწყვეტისა და პრობლემების აღმოფხვრა;

  • პოტენციურად აკრძალული ან არალეგალური აქტივობების თავის არიდება და ჩვენი შეთანხმების აღსრულება;

  • ‘სმარტ ფოტოს’ სერვისების, ვებგვერდის კონტენტის, ვიზუალისა და მუშაობის სისტემის შეფასება, თქვენს მოთხოვნებზე მორგება და გაუმჯობესება;

  • ‘სმარტ ფოტოს’ მიერ შემოთავაზებული პროდუქტების, სერვისების, შეთავაზებების, პოპულარიზაციის გზების, წამახალისებელი საჩუქრების და ღონისძიებების შესახებ იმ სიახლეებისა და ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც, ჩვენი აზრით, შესაძლოა, საინტერესო იყოს თქვენთვის;

  • თქვენს კომენტარებზე, შეკითხვებსა და მოთხოვნებზე რეაგირება;

  • თქვენთან კონტაქტი ტელეფონის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

  • ჩვენს სერვისებთან დაკავშირებული ტენდენციების, გამოყენებისა და აქტივობების მონიტორინგი და ანალიზი;

  • ინფორმაციის შედარება დაზუსტების მიზნით და მესამე მხარეებთან გადამოწმება.

ჩვენ, ასევე, ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომ პაროლის დავიწყებისას, დაგეხმაროთ იდენტიფიცირებაში და ვებგვერდზე ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში.

ჩვენი კონტაქტი ‘სმარტ ფოტოს’ მომხმარებლებთან

ჩვენ, როგორც წესი, ვეკონტაქტებით ჩვენს მომხმარებელებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომ გავუწიოთ მოთხოვნილი მომსახურება;

‘სმარტ ფოტოს’ არ მიესალმება სპამს. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჩვენს ანტი სპამ პოლიტიკას. იმისათვის, რომ გვაცნობოთ ‘სმარტ ფოტოსთან’ დაკავშირებული რაიმე სპამის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

5. ინფორმაციის უსაფრთხოება

თქვენი ‘სმარტ ფოტოს’ ანგარიშის უსაფრთხოება, ასევე, ეყრდნობა ანგარიშის პაროლთან დაკავშირებულ თქვენს სიფრთხილეს. თქვენ არავის არ უნდა გაანდოთ თქვენი პაროლი. ‘სმარტ ფოტოს’ წარმომადგენლები არასდროს გამოითხოვენ თქვენგან პაროლს, შესაბამისად, ნებისმიერი მეილი თუ სხვა სახის კომუნიკაცია, რომელიც თქვენგან პაროლს ითხოვს, უნდა ჩაითვალოს საეჭვოდ.

 

6. ფოტოების საავტორო უფლებები

ფოტოკაბინებში გადაღებული ფოტოები ჩვენ საკუთრებაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ არ დავუშვებთ მათ გამოყენებას მარკეტინგული მიზნებისთვის; განსხვავებით იმ ფოტოებისა, რომლებსაც თქვენ ჩვენს “ფოტო ბანკში” ჩაყრით;

“ფოტო ბანკში” ფოტოს ჩაგდებისთანავე, თქვენ გვაძლევთ უფლებას, გამოვიყენოთ ის ჩვენი სურვილის მიხედვით;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ფოტოს უნიკალური კოდის სხვაზე გაცემით, სხვას უტოვებთ უფლებას, რომ თქვენი ნებართვის გარეშე გააზიაროს და/ან ჩააგდოს ის “ფოტო ბანკში”;

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ამოიღოთ თქვენი ფოტო “ფოტო ბანკიდან” ან ჩვენი დახურული მონაცემთა ბაზიდან, გვაცნობეთ ამის შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@smartphotos.ge; ჩვენ 2 (ორი) სამუშაო დღეში წავშლით თქვენს ფოტოს. ამისათვის თქვენ უნდა მოგვწეროთ თქვენი ფოტოს უნიკალური კოდი (განთავსებული ფოტოზე “DOWNLOAD FROM SITE”-ის შემდეგ). სხვა შემთხვევაში, ფოტო არ წაიშლება;

თუ ჩვენ თქვენს გაუქმების მოთხოვნამდე უკვე გამოყენებული გვაქვს თქვენი ფოტო მარკეტინგული მიზნებისთვის, ‘სმარტ ფოტოს’ იტოვებს უფლებას არ ამოიღოს ფოტო იმ მასალებიდან, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია;

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები თქვენს მიერ გადაღებული ფოტოების შინაარსზე.

7. სოციალურ ქსელში გაზიარების თავისებურებები

სმარტ ფოტოს სერვისებ შესაძლოა, ექვემდებარებოდეს სოციალურ ქსელში გაზიარებას იმ ინტეგრირებული ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, გააზიაროთ თქვენი მოქმედებები ჩვენს სერვისებზე სხვა მედიასთან. ამით თქვენ გააზიარებთ ინფორმაციას თქვენს მეგობრებთან ან საჯაროდ, რაც თქვენი სოციალური ქსელის პარამეტრებზეა დამოკიდებული. მეტი ინფორმაციისთვის, რომელიც ეხება სოციალური ქსელის გავლით მონაცემთა შეგროვების რეგულირებასა და დამუშავებას, გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამისი საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

8. სხვა

შეთანხმება შემუშავებულია ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში; პირობები, რომლებიც შეთანხმებაში არაა მოცემული, არ არის შეთანხმების ნაწილი; კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ამ შეთანხმებას და არა სხვა პირობებს;

ჩვენ ვალდებული ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებსა და საჩივრებს, თუ ისინი გამოიგზავნება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@smartphotos.ge;

თუ შეთანხმების რომელიმე წესი ან პირობა ბუნდოვანი მოგეჩვენათ, დაგვიკავშირდით!

ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ მეტად გაგარკვევთ ჩვენი მუშაობის სპეციფიკაში და ამით ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხს გავაუმჯობესებთ.

Scroll to Top