ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ სმარტ ფოტოს, გუნდი, რომელიც შედგება სხვადასხვა სფეროში გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან. ჩვენ ფოტოგრაფიის სიყვარული და დადებითი ემოციების მომგვრელი საქმის კეთება გვაერთიანებს და ინოვაციური პროდუქტებითა და სერვისებით, წვეულების და ღონისძიების გახალისებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს გთავაზობთ. 

სმარტ ფოტო, სმარტ ფოტოს, ფოტოკოპტერი, კოპტერი, დრონი, დრონით გადაღება, მფრინავი ფოტოგრაფი, ფოტოკაბინა, ფოტოჯიხური, ფოტობოქსი, დაუვიწყარი მოგონებები, ხალისით შექმნილი მოგონებები, სმარტ პროჯეკტს, სმარტ პროჯეკტი, სმარტ პროჯექტი, სმარტ პროჯექტს, ფოტოკაბინის გაქირავება, დაბადების დღე, წორწილი, წვეულება, კლუბი, ფოტოების ადგილზე ბეჭდვა, რეკლამა ფოტოზე, რეკლამა ფოტოს ფონად, რეკლამა ფოტოს ფონზე, პოლაპრინტი, პოლაროიდით ფოტოების გადაღება, # პრინტერი, ჰეშთეგ პრინტერი, ჰაშთაგ პრინტერი, სტიკერის ბეჭდვა, მაცივრის მაგნიტის ბეჭდვა, სოციალური ქსელიდან ბეჭდვა, ტვიტერიდან ბეჭდვა, ინსტაგრამიდან ბეჭდვა, კლუბი, ფოტო, ფოტოკიოსკი, ონლაინ ბეჭდვა, ღიმილი, ფოტოს გადმოტვირთვა, ფოტოს გადმოწერა, ფოტოს ელექტრონული ვერიის გადმოწერა, გადმოტვირთე შენი ფოტო, ფოტოს ელ. ვერსიის გადმოწერა / გადმოტვირთვა, ფოტოკაბინის / ფოტოჯიხურის / ფოტობოქსის მისამართები,

ყველაფერი 2010 წლის 5 თებერვალს დაიწყო, როდესაც რამდენიმე მეგობარი ერთი კონკრეტული მიზნით – ახალი, საერთო საქმის დასაწყებად შევიკრიბეთ. ზუსტად ვიცოდით, რომ საქმიანობა უნდა ყოფილიყო ჩვენთვისაც და მომხმარებლისთვისაც პოზიტივის მომტანი. ბევრი არ გვიფიქრია. გადავწყვიტეთ გვეცადა ის, რაც ყოველთვის გვიზიდავდა სხვა ქალაქების ქუჩებში, კერძოდ კი ფოტოკაბინის, როგორც დადებითი ემოციების გენერატორის იდეის განხორციელება – შედიხარ და ფარდის მიღმა, მარტო თუ მეგობრებთან ერთად, სრულიად თავისუფლად გამოხატავ საკუთარ ემოციებს, ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წამში კი იღებ დაბეჭდილ სურათს, რომელიც ამ განწყობას დაუვიწყარს ხდის.

IMG_7183

მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენს თავს დავუსახეთ იყო მზა ფოტოკაბინის ჩამოტანის ნაცვლად, მისი ჩვენი ძალებით, ადგილზე აწყობა. იდეის განხორციელებაში ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანური რესურსით ჩავერთეთ – ჩვენი ოჯახის წევრებიც აქტიურად დაგვიდგნენ მხარში. საბოლოოდ, მივიღეთ პირველი ქართული ფოტოკაბინა. დროთა განმავლობაში, ფოტოკაბინების რაოდენობა გაიზარდა და მათ თბილისს გარდა, ძირითადად სეზონურად, რეგიონებშიც შეხვდებით.

11033093_1031068713587596_7771209613373073185_nIMG_7113

ფოტოკაბინამ ისე მალე მოიხვეჭა დადებითი ემოციების მიმნიჭებლის სტატუსი, რომ მისი გამოჩენიდან სულ ცოტა ხანში გაჩნდა ფოტოკაბინის წვეულებებზე დაქირავების მოთხოვნაც. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ‘ფოტოკაბინების გაქირავების სერვისი დავამატეთ.

7FB_IMG_1436548396387

2011 წელს მოვიფიქრეთ უნიკალური პროდუქტი – ‘ფოტოზე რეკლამის განთავსების სერვისი’. ფოტოკაბინებში დაბეჭდილ ფოტოებზე რეკლამის განთავსება ძალიან კარგი შესაძლებლობაა მიზნობრივი სეგმენტისთვის სასურველი გზავნილის მისაწოდებლად: ირჩევ ფოტოკაბინებს ლოკაციის მიხედვით და თვეში სიმბოლური თანხის სანაცვლოდ აღმოჩნდები ფოტოჯიხურიდან გამოსული დადებითი ემოციებით დახუნძლული ხალხის ხელში არსებულ ფოტოზე, შემდეგ მათ სახლში (ძირითადად მაცივარზე) და შემდეგ მათი სოციალური ქსელის კედელზე (ჩვენს ფოტოკაბინებში დაბეჭდილ ყველა ფოტოზე იბეჭდება უნიკალური კოდი, რომლის ჩვენს საიტზე შეყვანის შემთხვევაში, საიტიდან იწერთ თქვენი ფოტოს ელექტრონულ ვერსიას).

იქიდან გამომდინარე, რომ ფოტოკაბინა უკვე წვეულებების შეუდარებელი აქსესუარი გახდა, ვიფიქრეთ, კიდევ უფრო გაგვემდიდრებინა ჩვენი პორტფელი და დავამატეთ წვეულებების/ღონისძიებების გახალისების მიმართულებით კიდევ ერთი პროდუქტი – ‘ფოტოების ადგილზე ბეჭდვის სერვისი’, რომელიც საშუალებას იძლევა ადგილზე დაბეჭდოთ ღონისძიების მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოები როგორც ფოტოქაღალდზე, ასევე სტიკერზე და მაცივრის მაგნიტზე.

IMG_9399IMG_20150221_163551-2-2 1401569_921004911260644_5294859003256429920_o

2014 წელს სმარტ ფოტომ კიდევ 2 ახალი სერვისი წარმოადგინა: ‘პოლაპრინტი’ და ‘ფოტოკოპტერი’.

პოლაპრინტი პოლაროიდის თანამედროვე, ციფრული კამერით ფოტოების გადაღებას და მომენტალურად, პატარა ფოტო-სტიკერების ბეჭდვას გულისხმობს. ის სტუმრების გულის მოგების კიდევ ერთი კარგი საშუალებაა, მათ ხომ ხელში კარგად ნაცნობი პოლაროიდის ახლებური, პატარა ფოტო-სტიკერები ექნებათ.

10662175_936251896402612_257023159785541024_o

ფოტოკოპტერი კი მფრინავი მოწყობილობით (დრონი) ფოტოს/ვიდეოს გადაღების სერვისია. ეს არის ღია ცის ქვეშ ჩატარებული ივენთების აღსაბეჭდად შეუდარებელი საშუალება, თუმცა, დახურულ სივრცეშიც არანაკლებ შთამბეჭდავია.

G0010748 IMG_6968

G0020840IMG_7056

ახლახანს დავამატეთ ‘ჰეშთეგ პრინტერი’ – აპარატი, რომელიც ფოტოებს სოციალური ქსელიდან ბეჭდავს. როგორც კი “დააჰეშთეგებ” ფოტოს საკუთარი ინსტაგრამის ან ტვიტერის ანგარიშზე, ფოტო ავტომატურად დაიბეჭდება წამებში #პრინტერიდან.

აი, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოვყალიბდით კომპანიად, რომელმაც გართობის ეტაპიდან („სახლში“ აწყობილი ფოტოკაბინიდან) დღემდე ძალიან საინტერესო გზა განვლო და დღეს ვართ გუნდი, რომლის მიზანი არის, შექმნას და დანერგოს ინოვაციური პროდუქტები და სერვისები ფოტოგრაფიაში, რითიც სიამოვნებით აფერადებს თქვენს ყოველდღიურობას. 

IMG_2313IMG_2639

IMG_2314

ბევრ საინტერესო პროექტში მიგვიღია მონაწილეობა, მათ შორის გამოვყოფდით TV11-თან ერთად გაკეთებულ ფარულ კამერას, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. TV11-ის პროექტი „PHOTO ჯიხური“ – ეს არის ჩვენს ერთ-ერთ ფოტოკაბინაში დამონტაჟებული ფარული კამერა, სადაც ტელეარხის „აგენტი“ მომხმარებელს თავ-გზას უბნევს. პროექტი ძალიან სახალისო გამოდგა და საკმაოდ დადებითად აისახა ჩვენი ცნობადობის ამაღლებაზე.


ხშირად ვაწყობთ ხოლმე სხვადასხვა აქციებსა თუ კონკურსებს, ხან ჩვენს ფოტოკაბინებში და ხან ჩვენს სოციალურ ქსელში, რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებლის კიდევ უფრო გახალისების მიზნით. ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური იყო მაგალითად 23 სექტემბერი, როდესაც გადავწყვიტეთ აღგვენიშნა „ფოტოკაბინის დღე“. რატომ ფოტოკაბინის დღე? იმიტომ, რომ ესეთი დღე არ არსებობდა და თუკი ყველა დადებითი ემოციის გამომწვევი ფენომენის დღე არსებობს (ღიმილის დღე, ჩახუტების დღე), რატომ არ უნდა არსებობდეს ფოტოკაბინის დღე, ისიც ხომ იმავე მიზანს ემსახურება.

Photo Booth Day 2014 37410616116_916518305042638_8199741265462534107_n

Photo Booth Day 2014 426

ჩვენი წარმატებული პროექტების პარალელურად, იმით ვამაყობთ, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვართ – არც გარე ინვესტორები გვყავს, არც რომელიმე ბიზნეს ინკუბაციის ან ბიზნეს აქსელერაციის პროგრამაში ვართ ჩართული. შესაბამისად, შედარებით ნელი ტემპით კი ვიზრდებით, მაგრამ გვინდა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი კომპანიის და ბრენდის ჩვენი ხელით, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით შენება და ამ სურვილს ამყარებს ჩვენი ძვირფასი მომხმარებლის უკუკავშირი.

თუ გსურთ, გაიგოთ მეტი ჩვენს შესახებ, მოგვწერეთ welcome@smartphotos.ge, დაგვიმეგობრდით ფეისბუკზე, ან მოგვძებნეთ ინსტაგრამზე.

წარმატებულ და ხალისიან დღეს გისურვებთ,

სმარტ ფოტოს გუნდი.

Scroll to Top